saqarTvelos mdinareebi - bolnisiswyali
ტერიტორიული ერთეულები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ლოქის ქედი |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 382 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.52 მ³/წმ |
სინონიმი: ფოლადაური.
მდინარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაშავერის მარჯვენა შენაკადი. ზღვის დონიდან 1690 მ სიმაღლეზე, სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 382 კმ². სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი 1,52 მ3/წმ.